Til It Happens to You (ქართ.სანამ შენ დაგემათება) — ამერიკელ პოპ მომღერალ ლედი გაგას სიმღერა. მისი ავტორები არიან თავად გაგა და ამერიკელი სიმღერების ავტორი დაიან უორენი. სიმღერა დაწერილია 2015 წლის დოკუმენტური ფილმისათვის სანადირო ადგილი, რომელიც ეხება სექსუალურ ძალადობას ამერიკის შეერთებული შტატების საუნივერსიტეტო კამპუსებში. სიმღერის არაოფიციალური ჩანაწერის გავრცელება მოხდა 2015 წლის დასაწყისში, მას შემდეგ რაც სანდენსის ფილმების ფესტივალზე შედგა ფილმის დახურული პრემიერა. მოგვიანებით 2015 წლის 18 სექტემბერს შედგა სიმღერის ოფიციალურად გამოცემა გაგას ლეიბლზე Interscope Records.
არსებობს სიმღერის ორი სხვადასხვა ვერსია რომლებიც გამოყენებულია ფილმში, პირველი აკუსტიკური ვერსია გამოყენებულია ფილმის შუა ნაწილში, ხოლო მეორე ვერსია ფორტეპიანოს და ორკესტრის თანმხლებით გამოყენებულია ფილმის დასასრულში. სიმღერის ტექსტი ეხება ცხოვრებაში ნეისმიერი სახის დანაკარგს, განსაკუთრებით კი ხაზს უსვამს სექსუალური ძალადობის ტკივილს. სიმღერა მსმენელს მოუწოდებს დაზარალებულის მხარდაჭერას. ამერიკელმა რეჟისორმა კეტრინ ჰარდვიკი, სიმღერაზე გადაიღო საჯარო სამსახურის განცხადების ხასიათის მუსიკალური ვიდეო, რომელშიც გადმოცემულია სხვადასხვა ინსტანციის ქალთა მიმართ ძალადობის და სექსუალური თავდასხმების ამსახველი კადრები. ვიდეოს დასასრულს ნაჩვენებია თუ როგორ პოულობენ თანადგომას ახლობლებისგან და მეგობრებისგან სექსუალური ძალადობის მსხვერპლნი.
სიმღერის გაყიდვებიდან შემოსული თანხა სრულად გადაირიცხა სექსუალური ძალადობის მსხვერპლთა დასახმარებელ ფონდში. კომერციული თვალსაზრისით სიმღერა შევიდა ფინეთის, საბერძნეთის და ესპანეთის ტოპ ოცდაათში, ბილბორდის ცხელი ასეულის ჩარტში დაიკავა ნომერ 95-ე პოზიცია, ხოლო ბილბორდის კლუბური/საკევაო სიმღერების ჩარტში პირველი პოზიცია. სიმღერამ პრემია ემის რიგით 68-ე დაჯიდლოებაზე გაიმარჯვა ნომინაციაში საუკეთესო ორიგინალი ტექსტი და მუსიკა, გარდა ამისა სიმღერა ასევე წარდგენილი იქრა გრემის რიგით 58-ე დაჯილდოებაზე ნომინაცია საუკეთესო სიმღერა ვიზუალური მედიისათვის და ოსკარის 88-ე დაჯილდოებაზე ნოინაციაში საუკეთესო ორიგინალური სიმღერა. ოსკარის 88-ე დაჯილდოებაზე გაგამ შეასრულა ნომინანტი სიმღერა, შერულების დროს გაგას სცენაზე შეუერთდა სექსუალური ძალადობის პოსტტრავმული სტრესულ აშლილობას გადარჩენილ 50 ადამიანი.